ძალაშია: 2026 წლის 10 ოქტომბრიდან · ვებგვერდი: feswebi.ge
მონაცემთა დამმუშავებელი არის პლატფორმა „ფესვები“ (feswebi.ge). კონტაქტი ნებისმიერ საკითხზე: feswebi.info@gmail.com.
მონაცემებს არ ვყიდით, არ ვიყენებთ რეკლამისთვის და არ გადავცემთ მესამე პირებს კომერციული მიზნით.
მონაცემები ინახება დაცულ სერვერებზე: მონაცემთა ბაზა — Supabase (ევროკავშირი, ფრანკფურტი), საიტი — Netlify. კავშირი დაშიფრულია (HTTPS). წვდომა შეზღუდულია წესებით, რომლებიც თითოეულ წევრს მხოლოდ საკუთარ მონაცემებს აჩვენებს.
ხეზე სხვა ადამიანის (განსაკუთრებით ცოცხლის) დამატებისას გთხოვთ, შეიყვანოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რისი გაზიარების უფლებაც გაქვთ. ცოცხალ ნათესავს შეგიძლიათ გაუგზავნოთ მოწვევა, რომ თავად მართოს საკუთარი მონაცემები. ვინც ხეზე აღმოჩნდა და არ სურს, შეუძლია მოგვწეროს — მონაცემებს გავასწორებთ ან წავშლით.
მონაცემებს ვინახავთ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლისას იშლება ანგარიში, პირადი ხე, მოწვევები და შეტყობინებები. ჯგუფში დაწერილი პოსტები შეიძლება დარჩეს ავტორის სახელის გარეშე.
ანგარიშის და ყველა მონაცემის წასაშლელად:
თუ Facebook-ით შეხვედი, Facebook-ის პარამეტრებიდანაც შეგიძლია მოხსნა „ფესვების“ წვდომა (Settings → Apps and Websites).
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაქვს უფლება: მიიღო ინფორმაცია და ასლი შენზე დამუშავებული მონაცემების შესახებ; მოითხოვო მათი გასწორება ან წაშლა; გამოიხმო თანხმობა; მოითხოვო დამუშავების შეზღუდვა. მოთხოვნისთვის მოგვწერე ელფოსტაზე. პრეტენზიის შემთხვევაში შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
პლატფორმით სარგებლობა რეკომენდებულია 16 წლიდან. უფრო ახალგაზრდა მომხმარებელი შეიძლება დარეგისტრირდეს მშობლის თანხმობით და მეთვალყურეობით.
პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში შეგატყობინებთ საიტზე. მიმდინარე ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა.
© ფესვები · feswebi.ge · feswebi.info@gmail.com
Fesvebi (feswebi.ge) is a family-tree platform. We collect: e-mail, first name, surname and date of birth (or the name and e-mail provided by Google/Facebook sign-in; we never ask for a phone number); the family-tree data you enter (names, relationships, dates, places, notes, photos); group posts, comments, notifications and invitations; and, if enabled, a push-notification address. We use it to run your account, store and display your tree, find relatives by comparing ancestors across trees and grouping descendants of shared ancestors, send notifications, and keep the platform safe. We do not sell data or use it for advertising.
Your personal tree is not visible to other members; group members see only the shared line up to the common ancestor and group content. Administrators may view trees for moderation and support. Data is stored with Supabase (EU, Frankfurt) and Netlify over encrypted connections.
Data deletion: open your profile on feswebi.ge and tap “Delete my account”, or e-mail feswebi.info@gmail.com from your registered address — we delete your data within 30 days. You have the right to access, correct and delete your data and to withdraw consent under the Law of Georgia on Personal Data Protection.